გაიცანით საქართველო!

get to know georgia

მთა მტირალა

მტირალა, დიდი მტირალა, ცისკარა — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქობულეთ-ჩაქვის ქედზე, მდინარეების ჩაქვისწლისა და ყოროლისწყლის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1381 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური განფენებით, ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. მტირალას კალთები შემოსილია წიფლნარ-მუქწიწვიანებით. მთის დასავლეთი კალთა გამოყენებულია საზაფხულო დასასვენებელ ადგილად.