გაიცანით საქართველო!

get to know georgia

კრუბერის მღვიმე

კრუბერის გამოქვაბული — კარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბერჭილის ქედზე, ორთაბალაგანის აღმოსავლეთ ხეობის ზემო ნაწილში. კრუბერის გამოქვაბული მსოფლიოს უღრმესი კარსტული მღვიმეა. სიღრმე 2224 მ. შესასვლელი ზღვის დონიდან 2320 მ-ზე მდებარეობს. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე წარმოადგენს სუბვერტიკალური ტიპის სიღრუეს. მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. ჰავა სტატიური. არის ასევე წყლის ნაკადები და პატარა ტბები. კრუბერის უფსკრულის წყლებით საზრდოობს მდინარე რეპრუა. მღვიმეში ბინადრობენ მრავალფეხა ჭიები, ხოჭოები და სხვა. სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად